Windows 2000-ში: START->Control Panel-იდან გახსენით Language Options და Language settings for the system-ში მონიშნეთ Georgian (სურათი 1).
სურათი 1
Windows XP და Windows 2003 Server-ში: START->Control
Panel-იდან გახსენით Regional and Language Options, გადადით Languages-ზე
და მონიშნეთ Install files for complex script and right-to-left
languages (including Thai) (სურათი 2).
სურათი 2
აღნიშნული
პროცედურის ჩატარებისას შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ოპერაციული სისტემის
საინტალაციო დისკი. თუ საინსტალაციო დისკი არ გაგაჩნიათ, გადმოწერეთ და
ისარგებლეთ ამ არქივით
გადმოწერეთ ფაილი: ka,
განაარქივეთ და გაუშვით install.bat ფაილი. (ფაილი წარმოადგენს zip
არქივს, რომლის გასახსნელად შესაძლოა დაგჭირდეთ პროგრამა WinRar ან WinZip)
Windows 2000-ში: START->Control
Panel-იდან გახსენით Language Options, გადადით Input Locale-ზე და
დააჭირეთ Add ღილაკს. Input Locale-ში აირჩიეთ Georgian, Keyboard
Layout/IME-ში Georgian (Lat) (სურათი 3).
სურათი 3
Windows XP და Windows 2003 Server-ში: START->Control
Panel-იდან გახსენით Regional and Language Options, გადადით Languages-ზე
და დააჭირეთ Details ღილაკს. დააჭირეთ Add ღილაკს. Input Locale-ში
აირჩიეთ Georgian, Keyboard Layout/IME-ში Georgian (Lat) (სურათი 4).
სურათი 4
ამ
პროცედურების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, კლავიატურაზე SHIFT+ALT
კლავიშების კომბინაციით ეკარანის მარჯვენა ქვედა კუთხეში განლაგებული ენის
პანელის KA-ზე გადართვისას თქვენ შეძლებთ ქართული უნიკოდით წერას ლათინური
განგალების მიხედვით.