ბოსი 1 (გოლიათი) - ჯერ ვეძებთ ასაძრომს ზემოთ, სულ არის 2 ასაძრომი (სქრინი 1 და 2)
I ასაძრომი: გადავხტებით
ჯოხზე და მერე მიწაზე. ავალთ ასასვლელზე და დანის ჩასარჭობზე ავძვრებით,
კედელზე გავირბენთ, და დავდგებით ტრამპლინზე. ეკრანი გათეთრდება, როგორც
ჩუმი მოკვლის დროს (სქრინი 3). ვაჭერთ "E"-ს და პრინცი
გადახტება, რო შენელდება და დანა გათეთრდება ვაჭერთ დარტყმას (მაუსის
მარცხენა კნოპკა), მერე დაგიჭერს ხელით და გათეთრდება და ისევ დარტყმა, და
მესამედ უკვე თავზე ჩამოეკიდება, გათეთრდება, დარტყმა და 1 თვალი
ამოთხრილია.
II ასაძრომი: დანის ჩასარჭობზე ავძვრებით,
გავირბენთ მეორე ჩასარჭობამდე, მერე გაამტვრევს რაგაც გადაღობვას გოლიათი,
მაქ გადავირბენთ და გადავძვრები. ავალთ ასასვლელზე და დანის ჩასარჭობზე
ავძვრებით, კედელზე გავირბენთ, და დავდგებით ტრამპლინზე. ეკრანი
გათეთრდება, როგორც ჩუმი მოკვლის დროს (სქრინი 3). მხარზე რო
დაახტება დანა გათეთრდება და ვაჭერთ დარტყმას, მერე გადაძვრება მეორე
მხარძე და დანა გათეთრდება, კიდევ დარტყმა და ბოლოს თავზე ჩამოეკიდება,
დანა გათეთრდება და კიდევ დარტყმა. ესეც მეორე თვალი ამოვთხარეთ.
ამის
შემდეგ გოლიათი ბრმავდება და უაზროდ იქნევს თავის ხმალს. ფრთხილად
მიეპარეთ ისე რომ ხმალი არ მოგხვდეთ რადგან ეგრევე გკლავთ. ფეხებთან რო
მიხვალ ურტყამ სანამ სიცოცხლე ძალიან ცოტა არ დარჩება და ერთ ფეხზე არ
დადგება (სქრინი 4). უცბად ჩავარტყამთ მეორე ფეხში სანამ არ დადგა
ორივე ფეხზე ისევ. დავარდება. პრინცი აირბენს ზურგზე და დანა გატეთრდება.
ჩავარტყამთ, ამის შემდეგ პრინცი ავარდება და ისევ დანა გათეთრდება,
ვარტყამთ. ბოლოს კისერზე დახტება, დანა გათეთრდება და ვარტყამთ.
ბოსი 2 (ქალი) - ვეცჰხუბებით როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ფრთხილად იყავით ცუდი მოგერიება იცის =))
დაახლოებით ნახევრამდე რო დაიყვანთ მის სიცოცხლეს იგი გადახტება სხვაგან,
გადავხტებით მარცხნივ ფიცარზე და ვიღაც ამოვა მიწიდან, ვკლავთ და უკვე
იქით ვხტებით სადაც ის ქალია. ამ დროს სასარგებლოა დროის შენელება.
ვეჩხუბებით, ისევ გადახტება მოპირდაპირე მხარეს, გადავხტებით მარჯვნივ
ჯოხზე და იქ ვიღაცას მოვკლავთ, გავირბენთ კედელზე და ისევ მივალთ იმ
ქალთან. კიდევ ვურტყამთ და ისევ გაგვექცევა. ასე გავყვებით, ბოლოს
შეგერკინებათ და უნდა რაც შეიძლება მეტი აჭიროთ დარტყმას, ბოლოს ამ ქალს
გადავაგდებთ. P.S.: ფრთხილად იყავით, ეს ქალი დანებს ისვრის.
ბოსი 3 (ძმები)
- ვურტყამთ დანიანს, როცა სამიან კომბოს გავუკეთებთ დრო ცოტა შენელდება და
ნაჯახიანი შენი მიმართულებით ნაჯახს მოიქნევს, ამ დროს გადახტი, თუ
მოასწრებ და ვერ ჩაგარტყავს ნაჯახი გაეჭედება და ურტყი, თუ ეკრანი
გათეთრდა "E"-ს ვაჭერთ და ნაჯახზე ახტება პრინცი, დანა გათეთრდება
და ვაჭერთ დარტყმას, გადახტება, დანა გათეთრდება და კიდევ დარტყმა. ამით
ნახევარ სიცოცხლეს ვაკლებთ, ამიტომ 2-ჯერ უნდა გავაკეთოთ ეს. მეორეს
შემდეგ მოკვდება დანიანი, ხოლო ნაჯახიანს ფარა მოკლავს.
ბოსთა ბოსი ვეზირი (ოქროს კაცი)
- ჯერ ვეჩხუბებით ჩვეულებრივად. როცა სულ დაეცლება სიცოცხლე დაანგრევს
ნახევარ მოედანს და ქვები დაიწყებენ ტრიალს (აიცილე ეგ ქვები). გახვალ
სადაც ეგ დგას და უკან ბოძზე აირბენ და ეკრანი გათეთრდება (სქრინი 5), როგორც ჩუმი მოკვლის დროს, ვაჭერთ "E"-ს ან ახტომას ("Space"),
დანაგ გათეთრდება, დარტყმა, კიდე გათეთრდება, კიდე დარტყმა, და მესამედაც.
ამის შემდეგ ზემოთ აფრინდება და ქვებიც ჰაერში ავლენ. ვიპოვით ქვას
რომელიც ბოძთან დგას, ბოძზე ავირბენთ და უკან გადავხტებით. ვიხტუნავებთ
ქვებზე სანამ არ ავალთ მასთან, გადავხტებით წინ და ველოდებით სანამ
გათეთრდება დანა და ვარჭობთ.
------------------------------------------
ტელეპორტი
- დამხმარე ძალა რომ არ გამოვიდეს მასთან მდგომი წითელში ჩაცმული დარაჯი
მოკალით სანამ იგი დანას ჩაარჭობს (ყველას ჯობია ჩუმი მოკვლა).
ქვის მონსტრი
- უკნიდან ვურტყამთ სანამ არ წაიქცევა, ამის შემდებ დარტყმა, აირბენს მის
ზურგზე, დანა გათეთრდება, კიდე დარტყმა და მერე უნდა ატაროთ კლავიატურით.