თქვენ მაკის ახალი მომხმარებელი ხართ! გილოცავთ! კარგი შენაძენია. ეს
შეიძება იყოს Macbook Pro, iMac-ი ან Mac Mini — არა აქვს მნიშვნელობა,
მთავარია რომ ის თქვენ გაქვთ და თქვენ უკვე გახდით ჩვენი საზოგადოების
წევრი. რა უნდა გააკეთოთ პირველად?
1. გაუშვით პროგრამების განახლება.
როდესაც ყიდულობთ Mac-ს, უცნობია, რამდენი ხანი იმყოფებოდა იგი მაღაზიაში.
შესაძლოა, რომ ამ ხნის განმავლობაში Apple-მა გამოუშვა რამდენიმე
განახლება. განახლებისათვის Apple-ის მენიუში () აირჩიეთ Software
Update-ი. გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან ყველა განახლება ქსელიდან
იტვირთება, ჯერ აუცილებელია ინტერნეტ-კავშირის დამყარება.
2. შეცვალეთ დოკის (Dock) ზომა და მდებარეობა.
ნაგულისხმევად, Apple-ი დოკს ათავსებს ეკრანის ქვედა კიდეზე, თუმცა
შესაძლებელია მისი განთავსება მარცხნივ ან მარჯვნივ. ასევე შეგიძლიათ
შეცვალოთ მის მიერ დაკავებული ადგილის ზომა. ბევრი საერთოდ ირჩევს დოკის
ავტომატური დამალვის რეჟიმს, როდესაც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანს,
როდესაც მაუსის მიმთითებელს დაუმიზნებთ. შესაბამისი პარამეტრები შეგიძიათ
იხილოთ System Preferences → Dock-ში
3. დაამატეთ მაუსის მარჯვენა დაწკაპუნება თაჩპედისათვის.
Apple-ს ხშირად აკრიტიკებენ ერთღილაკიანი თაგუების და თაჩპედების
გამოშვებისათვის, მაგრამ იცით თუ არა, რომ კვლავ შეგიძიათ მეორე ღილაკის
გამოყენება? თუ თქვენ გაქვთ Macbook-ი ან Macbook Pro, გადადით სისტემურ
პარამეტრებში System Preferences → Keyboard and Mouse → Trackpad და
ჩართეთ თოლია “Tap trackpad with two fingers for secondary click”. ახალ
iMaс-ში ან Mac Pro-ში უნდა გადახვიდეთ System Preferences → Keyboard and
Mouse → Mouse და ჩამოშლად სიაში აირჩიოთ Seconday Button.
4. გახდით ინტერნეტის სრულფასოვანი მოქალაქე.
Safari შესაძლებლობას გაძლევთ იმუშაოთ საიტების უმეტესობასთან, მაგრამ
ვინაიდან Windows-იანი კომპიუტერები უმრავლესობაშია, შეიძება წააწყდეთ
ზოგიერთ პრობლემას. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — გადმოქაჩოთ და დააყენოთ
Flip4Mac, ჩადგმა Windows Media ფორმატის ფაილების დასაკრავად.
5. გააკეთეთ პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის დაკალიბრება.
ეს რჩევა პირდაპირ ეხება Macbook-ის, Macbook Pro-ს მფლობელებს. Apple-ი
გვირჩევს დავაკალიბროთ აკუმულატორი მოხმარების პირველსავე კვირას, ხოლო
შემდგომ ყოველ ორ თვეში ერთხელ. აუცილებელი სახელმძღვანელო განთავსებულია
Apple-ის ოფიციალურ საიტზე. ამასთან ერთად გირჩევთ ისარგებლოთ უფასო
სამარჯვით Coconut-Flavour, რომელიც თვალს ადევნებს აკუმულატორის მუშაობას.