"რეალის"ყოფილმა ფეხბურთელმა
და ამჟამად "მანჩესტერ სიტის"თავდამსხმელმა რობსონ დე სოუზამ, იგივე
რობინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა რომ კრიშტიანო რონალდოს არ თვლის დიდ
ფეხბურთელად. ინტერვიუში ბრაზილიელმა თქვა რომ პორტუგალიელი კარგი
ფეხბურთელია, მაგრამ არც ისეთი დიადი, როგორსაც ხალხი იძახის.
"იგი
ძალიან ტექნიკურია და შესანიშნავად გრძნობს თამაშს,მაგრამ ის ფენომენი
არაა.მე არ მესმის იმ ხალხის რომლებიც კრიშტიანოს ღვთაებრივ ფეხბურთელად
თვლიან.აი ბრაზილიელი რონალდო კი თავის დროზე მართლაც ფენომენი იყო."
ასევე
ბრაზილიელმა განაცხადა,რომ "სამეფო კლუბში"რონალდოს გადასვლის საქმე,
თავად პორტუგალიელმა ჩაშალა, რადგან კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა თუ
როგორ უნდოდა "რეალს"მისი ყიდვა.
"რეალიისეთი გუნდია რომელსაც არ
უყვარს ხანგრძლივი მოლაპარაკებები.თუ მათ ფეხბურთელი მოსწონთ,ყველაფერს
იზამენ მის გადმოსაბირებლად.თუ კრიშტიანო "მანჩესტერში"დარჩა ეს იმას
ნიშნავს რომ "ბლანკოსს"მაინცდამაინც ძალიან არ უნდოდა მისი ყიდვა"-დაამატა
”მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა.